მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტებზე მოგების მაქსიმალური მარჟა განისაზღვრა - რას გამოიწვევს ცვლილება?

BM.GE
29.12.22 11:21
267
მთავრობამ ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტებზე მოგების მაქსიმალური მარჟა განუსაზღვრა. შესაბამისი დადგენილებით, მომავალი წლიდან 100 ლარის ან მეტი ღირებულების მედიკამენტის რეალიზაციას კომპანიები მხოლოდ 20 ლარის ფასნამატით შეძლებენ. მომავალი წლიდან ძალაში შედის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები, რომელიც განსაზღვრავს ფასის იმ მაქსიმალურ ზედა ზღვარს, რომელზე ძვირადაც პროდუქტის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. რეფერენტული საცალო ფასი რეფერენტული საბითუმო ფასიდან დაითვლება, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით. სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი