მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედპერსონალის ტრანსპორტირება

BM.GE
03.04.20 10:04
808
საგანგებო მდგომარეობიდან გამომდიანრე, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო პერსონალის სამსახურში და სამსახურიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. იმ ფონზე, რომ საქართველოში ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, გაუქმდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება კომპანიამ კლინიკების პერსონალის გადაადგილების უზრუნველყოფა გადაწყვიტა და ყოველი მგზავრობსი შემდეგ ავტომანქანების დეზიმფიცირება ჩატარდება. “ქვეყნის მასშტაბით ბილაინის ყველა მაღაზია დაკეტილია, თუმცა მომხმარებელს შეუფერხებლად შეუძლია ნებისმიერი მომსახურების მიღება ციფრული არხების მეშვეობით - აპლიკაციით, ვებგვერდითა და ონლაინ ჩატით, ასევე სატელეფონო ცენტრით. ჩვენ ასევე ვიზრუნეთ საზღვრების ჩაკეტვის გამო საზღვარგარეთ დარჩენილ ჩვენს 2,500-მდე აბონენტზე და მათთვის შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის როუმინგში მობილურ ინტერნეტს ვურიცხავთ საჩუქრად. ეს ბილაინის ინიციატივების მცირე ჩამონათვალია“, განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, ანჯეი მალინოვსკიმ. იმედი გვაქვს, რომ ამ საზრუნავის მოგვარება მნიშვნელოვან შვებას მიცემს ჩვენს მედიკოსებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის. მინდა მთელს ქვეყანას ვუსურვო ჯანმრთელად ყოფნა და ვირუსის სწრაფად დამარცხება“, დაამატა ანჯეი მალინოვსკიმ.