მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეფრინველეობის დარგი გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

BM.GE
21.09.20 18:38
796
მეფრინველეობის დარგში მოღვაწე 15-ზე მეტი კომპანია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. ადგილობრივმა მწარმოებლებმა გიორგი გახარიას და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის სახელზე წერილი თვენახევრის წინ გაგზავნეს, თუმცა პრემიერი ჯერ დარგს არ შეხვედრია. კომპანიებს შეხვდა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. ბიზნესი მთავრობას ატყობინებს, რომ ბოლო პერიოდში იმპორტირებული კვერცხი და ქათმის ხორცი დემპინგური ფასებით რეალიზდება, რაც მწარმოებლებს არაკონკურენტულ პირობებში აყენებს. რა ხდება კვერცხისა და ფრინველის ხორცის ბაზარზე, რას ითხოვს ბიზნესი და რას ეუბნება კერძო სექტორს მთავრობა?