მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამე დისტანციური სასწავლო წლის გავლენა განათლებაზე

BM.GE
09.09.21 11:41
679
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლას ისევ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ, ხოლო იმ შემთხვევას თუკი დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7დღის განმავლობაში 4%-ს ჩამოსცდება სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. გამონაკლისია პირველკლასელები, რომლებიც სწავლას 4 ოქტომბერს სასკოლო სივრცეში დაიწყებენ.

2020 წლის გაზაფხულიდან, კოვიდ­19- ­ის ეპიდემიის აფეთქებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში საგანმანათლებლო პროცესი რამდენჯერმე შეფერხდა. შექმნილ სიტუაციაში ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ პრაქტიკამ საგანმანათლებლო სფეროში გარკვეული სამომავლო პოტენციალი გამოავლინა, მწირი თანამედროვე სტანდარტების, მატერიალური საფუძვლების და კომპეტენციების გამო მოსწავლეები მნიშვნელოვნად დააზარალა.

სტუმარი: შალვა ტაბატაძე - სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე;