29.დეკემბერი .2021 18:50

მესტიას ელექტროენერგია ისევ არასტაბილურად მიეწოდება

264
უკან

მესტიას ელექტროენერგია დღესაც არასტაბილურად მიეწოდება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტიც მოჰყვა. ამის შესახებ BMG-სთან მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა ისაუბრა. მისი განმარტებით, დენის დათიშვის მიზეზი ისევ მაინინგის - ანუ კრიპტოვალუტების წარმოების მზარდი პროცესია. როგორც იცით, სწორედ ამ მიზეზის გამო ელექტროენეტრგია მესტიაში ავარიულად გაითიშა. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ენერგო-პრო ჯორჯიასგან ცნობილია, რომ მაინინგით მოსახლეობის გარკვეული ნაწილია დაკავებული, რაც საყოფაცხოვრებო მიზნებზე მეტ ელექტროენერგიას მოითხოვს, შედეგად კი ტურისტები და მოსახლეობა ცივ ზამთარში დენის გარეშე რჩება.