მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Metro Production-ი გერმანიაში ფრანჩაიზით შედის

BM.GE
06.06.23 11:21
162
Metro Production საერთაშორისო მასშტაბების დასაპყრობად ემზადება. ფროდაქშენ კომპანიის ფრანჩაიზი ფუნქციონირებას იწყებს გერმანიაში, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი კეი რიხტერი იქნება, რომელსაც ისეთ ბრენდებთან ერთად აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა Levi’s, Prada და ა.შ. გერმანელი პროდიუსერი ქართულ ფროდაქშენში დიდ პოტენციალს ხედავს და საქართველოს, როგორც გადასაღები ადგილმდებარეობის პოპულარიზაციას გეგმავს. გერმანიის შემდეგ, „მეტრო ფროდაქშენი“ პორტუგალიისა და ესპანეთის ბაზარზეც შევა.

სტუმრები: სანდრო გაბილაია - Metro Production-ის დამფუძნებელი;
მაია გურაბანიძე - Metro Production-ის დამფუძნებელი.