მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეწყრული პროცესები თბილისში

BM.GE
19.03.21 18:13
728
იმ ვითარებაში ვართ, როცა ყველა გაწვიმებას შიშით ვუყურებთ. ამის მთავარი მიზეზი დღეს თბილისში, ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერული პროცესების გააქტიურებაა. ფოტოებმა და კადრებმა გუშინ სოციალური ქსელები მყისიერად მოიცვა. გუშინვე პრესკონფერენციაზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ პირველადი შეფასებით, ნაპრალის სიღრმე 10 მეტრია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ პროცესები ვაშლიჯვრის ფერდობზე მარტის დასაწყისში დაიწყო. მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებები მეწყრული პროცესების გააქტიურებისთანავე ჩაერთვნენ მოკვლევის სამუშაოებში და პრევენციული ზომებიც მიიღეს.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მეწყერული პროცესების გააქტიურება წლების განმავლობაში ამ მონაკვეთზე წარმოებული პროექტების შედეგია, რასაც თან ბუნებრივი ფაქტორებიც დაერთო. მათივე განმარტებით, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან სტიქიის ზონაში და არც მის მიმდებარედ არავინ ცხოვრობს.

ერთი რაც ვიცით ის არის, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან და დაიწყება სამუშაოები, რომ გზა მალე გაიხსნას და მასზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს. ამ დრომდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეზღუდულია.

ცხადია, დღეს პირველი ამოცანაა, რომ რისკი მოიხსნას. რაც ქართველი სპეციალისტებისგან ამ დრომდე გვესმის ისაა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბლოკურ მეწყერთან და უნდა მოხდეს არა ამ ადგილის გამაგრება, არამედ მოხსნა და დამუშავება. ვნახოთ, რას იტყვიან უკვე გერმანელი სპეციალისტები.

თუმცა, ამ მოვლენას სხვა განზომილებაც აქვს. მაგალითად: რა ბედი ეწევა ამ ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობებს და თუ საბოლოოდ ის ითქმება, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა არ შეიძლება - რა შეიძლება იყოს გეგმა ბე. 

სტუმარი: მამუკა სალუქვაძე - “სითი ინსტიტუსტი”; ხელმძღვანელი