მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრანტების ეფექტი - პრემიუმ სეგმენტში გასაქირავებელი ბინების დეფიციტია

BM.GE
04.08.22 14:52
292
საქართველოში პრემიუმ სეგმენტის ბინების დაქირავება გართულდა. უძრავი ქონების სააგენტოები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის საცხოვრებელ სახლებს ვერ შოულობენ, რასაც ქვეყანაში რუსეთ-უკრაიის ომის ფონზე მიგრნატების შემოდინებას უკავშირებენ. უძრავი ქონების აგენტები ამბობენ, რომ საქართველოში უკვე დაიწყო რუსეთში ბაზირებული საერთაშორისო კომპანიების გადმოსვლა, რომელსაც დამატებით 200-300 რუსი თანამშრომელი თავისი ოჯახებით მოჰყვება. ეს ყველაფერი კი, ზრდის მოთხოვნას არა მხოლოდ პრემიუმ სეგმენტის, არამედ ყველა ტიპის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე. მათი თქმით, გაზრდილია ფასებიც.