მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინიმალური ხელფასი მედპერსონალისთვის - მთავრობის ინიციატივა

BM.GE
23.11.22 12:31
298
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლებს 2023 წლის 1-ელი იანვრიდან უჩნდებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამედიცინო პერსონალის, პირველ რიგში ექიმებისა და ექთნების შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება. 

შესაბამისად 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში კი საშუალოდ 1260 ლარით, ხოლო ექთნების შემთხვევაში საათში 4,4 ლარით, თვეში კი საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება. 

სტუმარი: რევაზ კარანაძე - "ჯანდაცვის და მომსახურების სფეროების პროფკავშირი - სოლადორობის ქსელის" გენერალური მდვიანი;
გიორგი ამბროლიანი - "ევექსი კლინიკების" კლინიკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;