მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის პირველი კომენტარი ხმაურიანი კანონპროექტის შესახებ

BM.GE
21.07.20 14:21
746
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საკმაოდ ხმაურიანი კანონპროექტის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. გასული კვირის ბოლოს, კანონპროექტი, რომლის მიღებასაც სამინისტრო დაჩქარებული წესით ითხოვდა, ჯანდაცვის კომიტეტში მესამე მოსმენით მიიღეს, იმავე დღეს პროექტი დეპუტატებს სესიაზე მესამე მოსმენით უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტის თავმჯდომარეს განხილვის გადადება სთხოვა. როგორც BMG-სთ გახდა ცნობილი, საკომიტეტო განხილვასა და სესიას შორის გაბუნია მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ტელეფონით ესაუბრა.