მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მმართველი პარტიის დეპუტატების კრიტიკა სებ-ის პრეზიდენტს - დავით სონღულაშვილი ანალიტიკაში

BM.GE
22.11.19 14:28
967
ორი დღის წინანდელი პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ნამდვილად ძალიან აქტიური იყო. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ სებ-ი რეალობას უნდა დაუბრუნდეს და ინფლაციის შემცირებაზე იზრუნოს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ სებ-ი დღეს უფრო მეტად საერთაშორისო ორგანიზაციების გაიდლაინებს აქცევს ყურადღებას, ვიდრე იმ კონტექსტს, რაც ქვეყანაშია.

ამ სხდომაზე ყველაზე აქტიური მაინც კომიტეტის წევრი დავით სონღულაშვილი იყო, რომელმაც კობა გვენეტაძეს ფულის მასის, 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვის, შიდა ვალის, სავალუტო ინტერვენციებისა და სხვა საკითხების შესახებ რამდენიმე “ბლიც” კითხვა დაუსვა - პრაქტიკულად მინი-გადაცემა წაიყვანა მან პარლამენტის სხდომაზე და ამ გადაცემის დასრულების შემდეგ, ბიემ.ჯი-ზე შეგიძლიათ თქვენ სრულად ნახოთ ეს 15 წუთიანი კითხვა-პასუხი.

სტუმარი: დავით სონღულაშვილი - დეპუტატი