მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილური კომპანიები VS MVNO - ასოციაცია იურიდიული ბერკეტების გამოყენებას გეგმავს

BM.GE
19.01.22 18:41
809
მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები მსხვილ ოპერატორებთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში იურიდიული დავის დაწყებას გეგმავენ. მხარეები წლებია შეთანხმებამდე ვერ მიდიან -  მსხვილმა მობილურმა კომპანიებმა - მაგთიკომი, სილქნეტი და ბილაინი -  მცირე კომპანიებს მათი ინფრასტრუქტურის გამოყენების საშუალება უნდა მისცენ, რათა მათ ფუნქციონირება დაიწყონ. ოფიციალურად კი ასეთი ოპერატორი საქართველოში ამ დრომდე არ არის.