მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოცვი ივნისში ექსპორტირებული პროდუქტების სიაში მეორე ადგილზეა

BM.GE
13.07.21 08:35
467
მოცვი ივნისში ექსპორტირებული პროდუქტების სიაში მეორე ადგილზეა. მიმდინარე წლის ორ თვეში მოცვის ექსპორტი გაიზარდა. 1 მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით 376 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2,429 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდა ბიზნესების წარმომადგენლების თქმით, ამ კულტურის ბოლო წლების განმავლობაში განვითარებამ გამოიწვია. ჩვენთან ლურჯი მოცვის კომპანიების დამფუძნებელები დღეს არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ, სადაც ლოგისტიკა, რუსეთის ბაზარი და აუცილებელი დივერსიფიცირება კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად სახელდება.