Galt & Taggart-ის ვარაუდით, საქართველოში 80,000-120,000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ტურისტები. მიგრანტების შემოდინების ეფექტი ყველაზე შესამჩნევი უძრავი ქონების ბაზარზე იყო: ქირის ფასები თბილისში წინა წელთან შედარებით 71.6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 21.7%-ით გაიზარდა. ვისთვის არის საინტერესო ჩვენი ქვეყანა?!
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის, გიორგი ხიშტოვანის თქმით, საქართველო ტურიზმის კუთხით, ახლო სამეზობლოსთვის მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც ვერ ვიტყვით დასავლეთ ევროპაზე. მისივე თქმით, ევროპელები ბოლო პერიოდში მოგზაურობას შედარებით ახლო დისტანციებზე გეგმავენ. ამის მიზეზი კი, უკრაინაში მიმდინარე ომთან ერთად კოვიდ-პანდემიაცაა. შესაბამისად, ცენტრალური ევროპა საქართველოსთვის 2022 წელს სამიზნე ბაზარი ვერ იქნება.
სტუმარი: ვატო ასათაშვილი - "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი;