მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MoMA უილიამ პეილის კოლექციას ყიდის

BM.GE
23.09.22 09:33
186
ნიუ-იორკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) განცხადებით, აუქციონზე ამერიკული ტელეარხის, CBS-ის დამფუძნებელ უილიამ პეილის კოლექციიდან 29 ხელოვნების ნიმუშს გაიტანს. აღსანიშნავია, რომ 1990 წელს ტელემაგნატის მემკვიდრეებმა მუზეუმს მისი კოლექციიდან 80-ზე მეტი ნამუშევარი გადასცეს. 

MoMA ფრენსის ბეკონის ტრიპტიქის „ესკიზები ჰენრიეტა მორაესის პორტრეტისთვის“, რომელიც დაახლოებით $35 მილიონად არის შეფასებული, ლონდონში 14 ოქტომბერს დაგეგმილ Sotheby’s-ის აუქციონზე გაყიდის.