მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ წელს მოგზაურებს ვაქცინის პასპორტი დასჭირდებათ

BM.GE
29.12.20 08:50
687
CommonPass არის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ატვირთონ სამედიცინო მონაცემები, მაგალითად, Covid-19 ტესტის შედეგი ან საავადმყოფოს ან სამედიცინო პერსონალის მიერ გაცემული ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, რომლის ჩვენებაც QR კოდის სახით იქნება შესაძლებელი, შესაბამისი პირებისთვის.

აპლიკაციის შემქმნელები განმარტავენ, რომ აპლიკაცია საზღვრის კვეთისას ყოველ ჯერზე შემოწმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისთვის ერთჯერადი ვაქცინაცია სრულიად საკმარისი იქნება, რა თქმა უნდა, მისი აპლიკაციაში მითითება არ უნდა დაგავიწყდეთ.