მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალი #საქმიანები “საქართველოს ბანკის” იდეათეკებიდან

BM.GE
03.11.22 11:39
319
საქართველოს ბანკში არ ჩერდებიან.. იდეათეკების გახსნა გრძელდება სულ რამდენიმე დღის წინ მეცამეტე იდეათეკა საგარეჯოში გაიხსნა. უდაბნოს საჯარო სკოლის 125 მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს მრავალფუნქციური და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, კომპიუტერებით, პროექტორებითა და სხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსით. იქამდე იყო ზუსტად 12 და არც საგარეჯოა ბოლო. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს არაფორმალური და ფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში. ასევე, გაზარდოს საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა და წიგნიერება, მოახდინოს კითხვის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მოტივაცია და შექმნას ჯანსაღი, კომფორტული საგანმანათლებლო გარემო. საზღვრისპირა რეგიონები საქართველოს ბანკისთვის ცალკე ამოცანაა.

ავტორები: მანანა მანჯგალაძე; ედგარ ყაზახაშვილი; ლადო ცხადაია.