მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელენე ოთარაშვილი (Elene Otarashvili): „მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ის ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა“ - #ქალებისნარატივი

BM.GE
16.04.21 12:49
1051

„მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბევრად უფრო მომთხოვნები გახდნენ- საქართველოს ბიზნეს-ტურიზმის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი; Radisson Blu Iveria Tbilisi-ის მენეჯერიელენე ოთარაშვილი ქალების ნარატივში


 

-რა შეიცვალა სასტუმროების მართვის წესში?

-პანდემიის ფონზე, სასტუმროების მიმართულება აღმოჩნდა დარტყმის ერთგვარ ეპიცენტრში.უშუალოდ მართვის თვალსაზრისით, ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მთავარი აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოებაზე, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე. უშუალოდ, Radisson Blu Iveria-ში, მოვიპოვეთ სერტიფიკატი, უსაფრთხოების მიმართულებით. SGSარის საერთაშორისო კომპანია, და მისი აღიარება ნიშნავს ამ მიმართულებით, საერთაშორისო სტანდარტთან თანხვედრას. 

 

-როგორ დარწმუნდება მომხმარებელი იმაში, რომ სასტუმროებში ვიზიტი უსაფრთხოა?

-ჩვენი მხრიდან, ეს ბევრად დიდ ძალისხმევას, მობილიზებას და ინვესტირებას მოითხოვს. შემიძლია ვთქვათ, რომ დავარწმუნეთ მომხმარებელი, რომ დღეს სასტუმროში დასვენება კვლავ უსაფრთხოა.გასულ წელს „სილქ ჰოსფითალითი” ჯგუფშიგვქონდა გამოწვევა, რომ უსაფრთხოდ ჩაგვეტარებინა წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი. ვუმასპინძლეთ მსოფლიო ვარსკვლავებს. გვქონდა დატვირთული 4 დღიანი საფესტივალო პროგრამა. ასევე აღვნიშნავ, Jazz and Wineკახეთი, რომელმაც ასევე წარმატებით ჩაიარა.

 

-მომხმარებლის ქცევაში რა შეიცვალა?

-ქცევა ნამდვილად ძალიან შეიცვალა. მომხმარებლები უფრო მომთხოვნები გახდნენ, მეტად დეტალებზე ორიენტირებულნი. მნიშვნელობა ენიჭება დაცულ და უსაფრთხო გარემოს. ჩვენ, თავის მხრივ, დღეს ბევრად უფრო მოქნილები ვართ.

 

-მესამე „ლოქდაუნის“ მოლოდინზე როგორია თქვენი დამოკიდებულება?

-ეს დიდი ზიანს მიაყენებს ბიზნესს, ეს თუ მოხდა, კიდევ უფრო მეტად დავშორდებით ქვეყნის პროგრესს და უფრო რთული იქნება 2019 წლის ნიშნულამდე დაბრუნება.

 

-ამ გადმოსახედიდან, როდის იქნება ძველ ნიშნულთან დაბრუნდება შესაძლებელი?

-ძალიან რთული სათქმელია, სხვადასხვა გამოცემების კვლევებს თუ გავითვალისწინებთ, ეს 2024 წელს იქნება შესაძლებელი. თუმცა, იმედი მაქვს, ეს უფრო მალე მოხდება. 

-ტურისტების ჩამოსვლას თუ ელით?

-უკვე დაიძრნენ რამდენიმე ქვეყანიდან ჩვენკენ და ეს უკვე, გარკვეულწილად აისახა, მარტის შედეგებზე. გააქტიურება, დიდწილად იქნება სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლის სრულად აღდგენაზე. ვფიქრობ, საქართველო საინტერესო ქვეყანაა და კვლავ ვიქნებით მათი ინტერესის არეალში. თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ მზად უნდა დავხვდეთ. ტურიზმის გახსნას საქართველო მზად უნდა დახვდეს.

ვგულისხმობ, აეროპორტების მზაობას, ასევე მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის მარკეტინგი „მაკლია“.  

 

-გამოცდილების ფონზე, რა მთავარი თვისებები გამოიმუშავეთ, რაც წარმატებულ საქმიანობაში გეხმარებათ? 

-მგონი, ამასობაში, კრიზისმენეჯერად შევდექი. ჩემთვის ლიდერობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს ვუწოდებ. მსურს, სხვებსაც შთამაგონებელი გარემო შევუქმნა. ლიდერობა ჭადრაკის თამაშს ჰგავს, თუ ყველა ფიგურის სვლა სწორი არაა, შეიძლება, ვერ მოიგო. ჩემთვის ლიდერობის ისეთი ფორმაა მისაღები, რომელიც გუნდურობაზეა აგებული. მნიშვნელობას ვანიჭებ გარშემო მყოფი ადამიანების საუკეთესო თვისებებისა და მიღწევების აღიარებას. 

 

- Radisson blu Iveria, Tbilisi დაემატა თქვენს სამუშაო არეალს. ამან რა ახალი პასუხისმგებლობები მოიტანა?

-ზოგადად, პანდემიის პერიოდში არ გავჩერებულვარ. 2021 წლის თებერვლიდან კი ეს შემომემატა და ამ მიმართულებით საუკეთესო შედეგის დადებაზე ვარ ორიენტირებული.

 

-მომხმარებლებს რა ნივთები რჩებათ ყველაზე ხშირად?

ფიქსირდება შემთხვევები, როცა მომხმარებლებს სასტუმროდან ნივთები მიაქვთ - ეს ძალიან სამწუხაროა. მათ თუ დარჩებათ, არ დაეკარგებათ, ამის სისტემა გვაქვს დანერგილი - ისე კი, ხშირად რჩებათ გასაღები, სამკაული, სათვალე.  

 

-ვისაუბროთ თბილისის მასშტაბზე. მომხმარებლის შენარჩუნება შესაძლებელია?

-ეს რთულია, დიდი კონკურენციაა, შესაძლებელია,  თუ მუდმივად ხარისხზე ხარ ორიენტირებული.  

 




სტუმარი: ელენე ოთარაშვილი - საქართველოს ბიზნეს-ტურიზმის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი; Radisson Blu Iveria Tbilisi; მენეჯერი