მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონაცემთა ანალიტიკის მნიშვნელობა

BM.GE
12.02.20 09:44
1337
რიცხვები არასოდეს ტყუიან. სწორად წაკითხული მონაცემები და მისი ანალიტიკა კი ხშირ შემთხვევაში საქმეში სასურველი შედეგის მისაღწევად საუკეთესო გზამკვლევი და წარმატების მიღწევის ერთგვარი გარანტიც შეიძლება გახდეს. მონაცემები ზოგადად იმაზე მეტს ჰყვებიან კომპანიებზე ვიდრე ეს პროცესების მმართველებს, იდეის ავტორებს თუ მაკონტროლებლებს გარე დაკვირვებით შეუძლიათ რომ აღიქვან.

საქართველოში კი ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მონაცემთა დამუშავებას დიდი ყურადღება დაუთმო, თიბისი იყო. კომპანია თითქმის ათი წელია მონაცემებს ამუშავებს და სწორი ანალიზით ბიზნესებსა თუ მათ მომხმარებლებს მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. რა შედეგები აქვს ამ კუთხით თიბისის და ზოგადად რატომ არის მონაცემთა ანალიზი მნიშვნელოვანი ბიზნესისათვის?

სტუმარი: მიშა ნადარეიშვილი - თიბისის მონაცემთა ანალიტიკის ლიდერი