მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Morgan Stanley თანამშრომლებს ოფისებში ეძახის

BM.GE
17.06.21 08:47
395
 სხვა მრავალ სფეროსთან ერთად, ბუნებრივია, ბანკებმაც შეძლეს კოვიდპანდემიის ეპოქაში მეტად მოქნილ რეჟიმში მუშაობა და, ცხადია, გამონაკლისი არც “მორგან სტენლია”. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს თანამშრომლების ნაყოფიერ მუშაობაში ეჭვი შეაქვს და მათ ღიად აფრთხილებს, რომ შესრულებული საქმის ხარისხს ფარულად გააკონტროლებს, განსაკუთრებით ფლორიდასა და კოლორადოში სახლიდან მომუშავე თანამშრომლებს.