მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მორიგი დაპირსპირება კომუნიკაციების კომისიასა და ტელეკომპანიებს შორის

BM.GE
05.04.21 20:59
754
კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ბაზარზე ტელევიზიების რეიტინგების ორი მთვლელის და განსხვავებული რეიტინგების არსებობა საზიანოა. სარეიტინგო კომპანიების მიერ გაზომილი რეიტინგები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც ბაზარზე გაურკვევლობას წარმოშობს და მეტიც მის განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს. კომისიის განცხადების თანახმად, ისინი მზად არიან დააფინანსონ საერთაშორისო აუდიტი, რომელიც ორივე კომპანიას უნდა ჩაუტარდეს და აუდიტის მეშვეობით განისაზღვროს თუ რამდენად სწორ რეიტინგებს აქვეყნებს თითოეული მათგანი.