მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვაჭრეების პროტესტი

BM.GE
01.05.20 14:47
650
საქართველოს მასშტაბით 24-მა აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. აქედან თბილისში - 3-მა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ფუნქციონირების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ სხვა აგრარული ბაზრებიც - და ამ ეტაპზე მათი მონიტორინგი მიმდინარეობს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე ჯამში 45 ათას 100 მოვაჭრეა დასაქმებული. აქედან: 20 ათასი მოვაჭრე თბილისში არსებულ ბაზრებზე მუშაობს.

იმისთვის, რომ სეს-მა აგრარული ბაზრის გახსნის დადებითი რეკომენდაცია გასცეს, ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც ეხება როგორც ბაზრების ადმინისტრაციას, ასევე მოვაჭრე პერსონალს და მომხმარებელს. ბიზნესოპერატორებს ევალებათ საქმიანობა სწორედ ამ გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად წარმართონ.