მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოხალისე რეკრუტერი

BM.GE
13.09.19 11:16
844
,,ვენდისი” და ,,დანქინი” თბილისსა და რეგიონებში მასშტაბურ რეკრუტინგულ კამპანიას იწყებს და მომხმარებლებს თანამშრომლების შერჩევის პროცესში რთავს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს „მოხალისე რეკრუტერი“ და ჩაერთოს თანამშრომლების შერჩევის პროცესში 3 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე. ამისთვის საჭიროა ეწვიოთ სპეციალურ ვებ-გვერდს – mokhaliserekruteri.ge და შეავსოთ აპლიკაციის ფორმა. ეს არის უნიკალური კამპანია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ამ კომპანიებს შესთავაზოთ თქვენი კანდიდატები. სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე, შემოგვთავაზეთ და ერთად დავასაქმოთ ადამიანები - აცხადებენ კომპანიაში.

სტუმრები: ანი ნავდარაშვილი - "HR Hub", თანადამფუძნებელი;
ანა გზირიშვილი - "HR Hub", თანადამფუძნებელი