30.ივნისი .2022 11:32

მსესხებლების 9%-ს ბანკის ვადაგადაცილებული კრედიტი აქვს

117
უკან

"კრედიტინფო საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში საბანკო მსესხებლების 9%-ს ვადაგადაცილებული სესხები უფიქსირდება.დღეისთვის ბანკებში 1,585,047 აქტიური მსესხებელი ფიქსირდება, რომელთა მთლიანი საკრედიტო პორტფელიც 31.2 მილიარდი ლარია. მათ შორის 30 დღიდან 3 წლამდე ვადის 137,468 მსესხებლის 1.38 მილიარდი ლარის ვალდებულებებია ვადაგადაცილებული. 

სტუმარი: ალექსანდრე გომიაშვილი - "კრედიტინფო საქართველოს" გენერალური დირექტორი;