მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა - რა გავლენა ექნება კლებას ფასებზე?

BM.GE
10.03.23 09:43
279
ბოლო თვეების განმავლობაში პირველად მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა. საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარში წინა თვესთან, ანუ 2022 წლის დეკემბერთან შედარებით ინდექსის ღირებულება 5.2%-იან კლებას აჩვენებს, მთავარი მიზეზი კი დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.4 პროცენტიანი კლება იყო. მცირდება თუ არა რეალურად დასაქმებულების ანაზღაურება და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინდექსის კლებას უძრავი ქონების ფასზე?