23.ივნისი .2022 13:25

მშენებლობის ნებართვა ძვირდება

100
უკან

მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გადასახადი იზრდება. ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონი, რომელშიც საფასურის გაზრდას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 2022 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა. 

დღეისთვის მშენებლობის მოსაკრებელი თითოეული კვადრატული მეტრისთვის არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტებისთვის 5 ლარს. აღნიშნული წარმოადგენს კანონით დადგენილ ზედა ზღვარს. ახალი კანონპროექტით კი 4 ლარი 10 ლარამდე, ხოლო 5 ლარი 11-ამდე გაიზრდება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამის ძირითად საფუძველს სერვისზე გაზრდილი მოთხოვნა და ეფექტური ადმინისტრირება წარმოადგენს. საფასური უცვლელი რჩება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებისთვის. საფასურის გაზრდა მოხდება ეტაპობრივად.

სტუმარი: ეკატრინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" თავმჯდომარე;