მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკის პროგნოზები - სებასტიან მოლინეუსი საქმიან დილაში

BM.GE
07.02.20 12:08
871
2020 წელს მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. წინა პროგნოზთან შედარებით ეს ნახევარი პროცენტული პუნქტით გაუარესებულ მოლოდინს ნიშნავს.

როგორც მსოფლიო ბანკი განმარტავს, ამ გაუარესების მიზეზი არა შიდა, არამედ გარე ფაქტორებია, რომლებიც ძირითადად რეგიონს და დანარჩენ მსოფლიოს უკავშირდება და რადგან საქართველო ღია, პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ამ რისკებს ეკონომიკის ზრდაზე გავლენა აქვს.

პროგნოზების დოკუმენტში, რომელიც დაახლოებით 1 თვის წინ გამოქვეყნდა და რაც, ცხადია, ჯეროვნად გაშუქდა ჩვენს ვებგვერდზეც - bm.ge - არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ 2020 წელი საქართველოსთვის საარჩევნო წელია და ამ ფაქტმაც შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდის შენელება, რადგან როგორც წესი, ინვესტორები ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ელოდებიან ხოლმე და არაპროგნოზირებად ვითარებაში ფულის დაბანდება არ სურთ.

მთავარი რეკომენდაცია, რაც მსოფლიო ბანკს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით აქვს, რომელშიც საქართველოსაც მოიაზრებს ასეთია: სტრუქტურულ რეფორმებთან დაკავშირებულ პროგრესს გადამწყვეტი როლი ექნება კერძო ინვესტიციების ზრდის კუთხით საშუალოვადიან პერსპექტივაში.

ეს რეკომენდაცია ცალსახად იმაზე მიანიშნებს, რომ გარე ფაქტორები ერთია, მაგრამ საშინაო დავალების შესრულება ყველას შეუძლია იმისთვის, რომ გარე ფაქტორების დარტყმა შერბილდეს. 

სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში