მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე შეამცირა

BM.GE
10.01.20 18:40
935
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის შეამცირა. 4.3% - ეს არის ამ დროისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც წინასთან შედარებით, ნახევარი პროცენტით ნაკლებია. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც შეამცირა - აქაც, ნახევარი პროცენტით - 4.5%-მდე.

მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური აზიისა და ევროპის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპი 2019 წელს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა, კერძოდ: 2%-ზე. მიზეზი რუსეთსა და თურქეთში შემცირებული ზრდის ტემპია. თუმცა, 2020 წელს მსოფლიო ბანკი რეგიონში ზრდის 2.6%-მდე დაჩქარებას ელის.

რას ნიშნავს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება იმ ფონზე, როცა რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზრდილია?


სტუმარი: გიორგი ხიშტოვანი - "PMC კვლევითი ცენტრი", დირექტორი