მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“

BM.GE
02.06.20 08:49
631
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ყოველწლიური კამპანია, რომელიც მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ არის მიმართული. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის დამოუკიდებელი ექსპერტები გამოეხმაურნენ და ისინი საკუთარ განცხადებებში ჯანმოს პოლიტიკასა და თამბაქოსთან ბრძოლის მეთოდებს აკრიტიკებენ. დამოუკიდებელი ექპსერტები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციამ დაივიწყა თავდაპირველი მისია - შეექმნა გარემო, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უმაღლესი დონით უზრუნველყოფდა. მათ შორის ჯანმრთელობის უმაღლეს დონეს შესთავაზებდა იმ 1 მილიარდ მწეველს, რომლებიც თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაცია ამ გამოწვევებთან ბრძოლას არაეფექტურად და უშედეგოდ აწარმოებს. ჯანმო არ ითვალისწინებს ინოვაციურ ალტერნატივებისა და ახალი ტექნოლოგიების დადებით ეფექტებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჯანდაცვის სისტემებს, შეამცირონ მოწევისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჯანმოს კვლევის პოლიტიკისა და კოოპერაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ტიკი პანგეტსუს განცხადებით, „ორგანიზაციის მთავარი მიზანი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების ოდენობის შემცირება იყო, თუმცა, ამ მიზნის მიღწევისკენ მიმავალ გზაზე ჯანმომ დაკარგა საკუთარი მიზნის ნათელი ხევდა და შეიმუშავა ვიწრო შეხედულება, რომელმაც ის არაეფექტურ და უშედეგო პოზიციამდე მიიყვანა. პოზიციამდე, სადაც მეცნიერების ხმა ვერ აღწევს“.