მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - კვირის საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
09.10.19 11:23
808
აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებიდან გასვლა დაიწყეს. აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა უკვე დატოვეს ტელ აბიადის და რას ალ აინის სადამკვირვებლო პუნქტები. ქურთულმა სამხედრო დაჯგუფებამ, „სახალხო დაცვის შენაერთებმა“ გადაწყვეტილება დაგმო და ვაშინგტონი მისი მებრძოლების მიტოვებაში დაადანაშაულა. ჯერ კიდევ იანვარში თქვა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქურთულ ძალებზე თავდასხმის შემთხვევაში, თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებდა.

ჯარების გაყვანის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა. თურქეთის პრეზიდენტი სირიის ჩრდილოეთში „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას და თურქეთიდან სირიელი ლტოლვილების გადაყვანას გეგმავს. შესრულებული დაპირება რომელიც მორიგი კრიტიკის საფუძველი გახდა.


სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი