მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
29.01.20 11:43
683
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ცენტრალური პარტიის ლიდერს, ბენი განცს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბენი განცმა გაავრცელა. განცმა განაცხადა, რომ ის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან ერთად ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც ლიდერების შეხვედრა გაიმართება. პარტია „ლურჯისა და თეთრის“ ლიდერის თქმით, ისინი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას პალესტინის ლიდერები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებები პალესტინის ჩართულობის გარეშე არ უნდა გაიმართოს. ამასობასი კი 31იანვარიც ახლოვდება და სულ ცოტახანში დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ იქნება.


სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი