მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
12.02.20 11:31
606
სირიაში, იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის ძალების თავდასხმის შედეგად ხუთი თურქი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ასადის ჯარებმა იდლიბის ტაფტანაზის აეროპორტზე საარტილერიო შეტევა განახორციელეს, სადაც თურქული სადამკვირვებლო პოსტი იყო განთავსებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთმა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგიონში დამატებითი ძალები შეიყვანა. რა ვითარებაა ახლა ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, ამერიკაში?


სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი