მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
26.02.20 11:14
654
თეთრი სახლის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსთან საბრძოლველად კონგრესისგან $2.5 მილიარდის გამოყოფას ითხოვს. როგორც თეთრი სახლი აღნიშნავს, $1 მილიარდზე მეტი ვაქცინის შექმნაზე დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი - ინფიცირებული პაციენტების მკურნალობასა და სამედიცინო ნიღბებზე. „ტრამპის ადმინისტრაციაკორონავირუსის გავრცელებას ძალიან სერიოზულად აღიქვამს. ასე რომ, ადმინისტრაცია კონგრესს წარუდგენს გეგმას, რის მიხედვითაც დამატებით 2.5 მილიარდი აშშ დოლარი უნდა გამოიყოს ვირუსთან საბრძოლველად“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი