20.მაისი .2020 11:17

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

856
უკან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის პარლამენტს ახალი კოალიციური მთავრობა წარუდგინა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 18 თვის განმავლობაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლებას, მის ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორს და ყოფილ ოპონენტს, ბენი განცს გადააბარებს. ბენი განცი ნეთანიაჰუს მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. „ხალხს უნდოდა ერთიანობა და ეს არის ის, რაც მან მიიღო“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას. საკმაოდ მძიმე პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, თუმცა ისრაელის პარლამენტში კოალიციური მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთანავე საპროტესტო აქცია დაიწყო.საპროტესტო აქციაში მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კორუფციის ბრალდებების გამო ნეთანიაჰუ მთავრობის სათავეში არ უნდა იყოს და განცი კოალიცის შექმნაზე არ უნდა დათანხმებულიყო. იმავე რეგიონში შეკრებილმა მეორე ჯუფმა კი პარალელურად კოალიციური მთავრობის მხარდმჭერი აქცია გამართა. ორ ჯგუფს შორის წარმოქმნილი დაძაბულობის გამო ისრაელის პოლიციამ დემონსტრანტები დაშალა და ზოგიერთი მათგანი დააკავა.


სტუმარი: ალექს პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი