მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
03.06.20 12:21
888
ჩინეთი იმუქრება, რომ შეერთებულ შტატებს სამაგიეროს გადაუხდის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, რომ ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმების პროცესი დაიწყოს და შეერთებულ შტატებში ჩინელ სტუდენტებს შეზღუდვები დაუწესოს. ტრამპის ქმედება, ჰონგ-კონგში ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონის შემოღებამ განაპირობა. ორშაბათს, ჟურნალისტებთან ყოველდღიური ბრიფინგის დროს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ჟაო ლიჯიანმა თქვა: “გამოცხადებული ზომები, ჩინეთის შიდა საქმეებში მძიმე ჩარევააა, ზიანს აყენებს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებს და ორივე მხარეს დააზარალებს. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება. შეერთებული შტატების ნებისმიერ სიტყვებს ან ქმედებებს, რომელიც ჩინეთის ინტერესებს აზიანებს, ჩინეთის მხრიდან მტკიცე საპასუხო თავდასხმები მოჰყვება”.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმოხილველი