მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
10.06.20 11:17
786
გერმანიის ოფიციალური პირები შეშფოთებით შეხვდნენ ცნობებს, რომ აშშ აპირებს გერმანიიდან გაიყვანოს ათასობით ჯარისკაცი. რეაქციები მოჰყვა The Wall Street Journal-სა და Der Spiegel-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯარების მასშტაბურ გამოყვანას აპირებს. The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ გერმანიიდან გამოიყვანს 9500-მდე სამხედროს, Der Spiegel-ი კი იუწყება, რომ წლის ბოლომდე გერმანიას 5000-დან 15 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს. ამჟამად გერმანიაში აშშ-ის 34,000-მდე სამხედროა დისლოცირებული. "გერმანულ-ამერიკულ ურთიერთობაზე შესაძლოა მძიმედ აისახოს აშშ-ის პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება", - აცხადებს პეტერ ბეიერი, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი აშშ-სა და კანადასთან ურთიერთობაში, რომლის სიტყვებსაც ავრცელებს გერმანიის საინფორმაციო სააგენტო.


სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი