მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
17.06.20 11:58
679
დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილში 20.4%-ით შემცირდა. პრაქტიკულად, ეკონომიკის არცერთი სფერო არ დარჩენილა დაუზიანებელი,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters აქვეყნებს ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით. ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკის რეკორდული შემცირება კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისითაა გამოწვეული. „მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება განპირობებულია საგანმანათლებლო და და ჯანდაცვის სფეროების მომსახურეობების შეჩერებით, მანქანების გაყიდვის შეწყვეტით, ლუდის ბარების, რესტორნებისა და სასტუმროების დახურვით,“ - აღნიშნულია ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამასაობაში კი დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომლაპარაკებლები მთელი ზაფხული იმუშავებენ, რათა მოლაპარაკებები დასრულდეს.


სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG, საერთაშორისო მიმომხილველი