მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
09.09.20 11:14
719
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, - შესაბამისი განცხადება მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა გააკეთა. მისი თქმით, მერკელი ეთანხმება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარშემო არსებული გარემოებების გარკვევას უნდა შეუწყოს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტის მხარდაჭერაზე უარი განაცხადოს. გზავნილები არის, თუმცა ჯერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ გადწყვეტილების მიღებაზე ჯერჯერობით საუბარი მაინც ნაადრევია, რამდენად რეალისტურია საერთოდ ამ საკითხის დღის წესრიგში ყოფნის მიღმა შედეგის დადგომა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერებას მხარს დაუჭერს.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი