მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
16.09.20 13:43
723
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ღირსეულად მოიქცა, რის გამოც მან რუს კოლეგას მადლობა გადაუხადა. სოჭში ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მადლობელია ვლადიმერ პუტინის და ყველა რუსის, ვინც მხარს უჭერდა ბელარუს ხალხს არჩევნების შემდგომ პერიოდში. ლუკაშენკოს განმარტებით, სიტუაცია სინამდვილეში ისეთი არ არის, რასაც მასმედია აჩვენებს. თავის მხრივ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსის მოქალაქეები თავად უნდა გაერკვნენ საკუთარ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაში, გარე ზეწოლის გარეშე.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი