მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
07.10.20 11:22
731
სომხეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. „ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საწვავის ან ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს,“- აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, სომხეთის საელჩო მუდმივ კონტაქტშია საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან. „საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, საკითხის სწრაფი გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოში სომხეთის საელჩოს“, - აღნიშნულია განცხადებაში. სომხეთის საელჩო საქართველოში ყველას მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ეს პირდაპირ აზიანებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი