18.ნოემბერი .2020 11:39

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

188
უკან

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ ხალხს ფიზულის რაიონიდან მიმართა, რომელიც აზერბაიჯანულმა არმიამ ექვსკვირიანი ომის შედეგად დაიკავა. თავის მიმართვაში ილჰამ ალიევი რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ყარაბაღის სპეციალური სტატუსის საკითხს. "შეუძლებელია საუბარი ყარაბაღის რამენაირ სტატუსზე. არის ერთიანი აზერბაიჯანის სახელმწიფო, მრავალკონფესიური და მრავალნაციონალური. არის პროგრესული აზერბაიჯანული სახელმწიფო, აქ ყველა რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს მშვიდობაში და ურთიერთგაგებაში. ასე იცხოვრებს სომეხი ხალხიც, ჩვენ არ გვაქვს არანაირი საქმე სომეხ ხალხთან". – განაცხადა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვერ იქნება მოლაპარაკებების საგანი.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი