მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა -ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
19.02.20 11:46
592
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი ევროპაში გამგზავრებამდე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცრაზმის „ვიმპელის“ ბაზაზე გადიოდა წვრთნებს. ამის შესახებ ნათქვამია Bellingcat-ის, გერმანული ჟურნალი Der Spiegel-ისა და რუსული გამოცემა The Insider-ის ერთობლივ გამოძიებაში. როგორც ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, ვადიმ კრასიკოვი არაერთხელ იყო შემჩნეული მოსკოვში ვერნადსკის პროსპექტზე მდებარე ФСБ-ს ანტიტერორისტული სამმართველოს შენობაში. მისი ყველაზე ხშირი საკონტაქტო პირი „ვიმპელის“ ვეტერანთა ფონდის ხელმძღვანელი ედუარდ ბენდერსკი იყო. შეგახსნებთ, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მკვლელმა ხანგოშვილს სამჯერ ესროლა, როცა ის მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე მიდიოდა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა მდინარეში, სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი იპოვეს.


სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი