მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი​ (საერთაშორისო ამბების მიმოხილვა) ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
24.03.21 12:06
451
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გერმანიასა და რუსეთს შორის ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის საკითხსაც შეეხო, როდესაც მას ამის შესახებ კითხვა დაუსვეს. "პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან ცხადად თქვა, რომ ეს გაზსადენი ცუდი იდეაა. ცუდია ევროპასა და აშშ-სთვის. რაც მთავარია, ის ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გეგმებთან წინააღმდეგობაში მოდის. მას პოტენციურად შეუძლია ძირი გამოუთხაროს უკრაინის, პოლონეთისა და რიგი სხვა ახლო პარტნიორებისა და მოკავშირეების ინტერესებს. აშშ-ში გვაქვს კანონი, რომელიც ამ გაზსადენის დასრულებაში მონაწილე კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას გვავალდებულებს" - თქვა ენტონი ბლინკენმა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ამ გაზსადენის პროექტის დასრულებას ეწინააღმეგება, გერმანია ამ ეტაპზე მუშაობის შეწყვეტას მაინც არ აპირებს. ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მოწინააღმდეგეებს, მიაჩნიათ, რომ ეს პროექტი ევროკავშირს რუსეთის ენერგორესურსებზე უფრო დამოკიდებულს გახდის.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG, საერთაშორისო მიმომხილველი