მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი (საერთაშორისო ამბების მიმოხილვა) ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
09.06.21 14:35
415
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია. ზელენსკი შეხვედრას დათანხმდა. "მადლობა, ჯო ბაიდენ, ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს ივლისში თეთრ სახლში მიწვევისთვის. ძალიან ველოდები შეხვედრას, რათა განვიხილოთ უკრაინისა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების გზები". – წერს ზელენსკი Twitter-ზე. ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი 7 ივნისს გაიმართა. სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. ლიდერებმა განიხილეს უკრაინის რეფორმების დღის წესრიგი,ახლო თანამშრომლობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების და Covid-19-თან ბრძოლის საკითხებში.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი;