მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი​ (საერთაშორისო ამბების მიმოხილვა) ალექსი პეტრიაშვილთან

BM.GE
07.04.21 12:06
491
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, კომენტარი გააკეთა რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. "ჩემი საქმე არაა იმაზე საუბარი, თუ რა შეიძლება იყოს რუსეთის მოტივაციის მიზეზი. ჩემი საქმეა ის, თუ რას აკეთებს აშშ-ს მთავრობა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ძალიან გარკვევით ვიტყვი, შეშფოთებულები ვართ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის ესკალაციით, იმ სანდო ცნობების ჩათვლით, რომელთა მიხედვით, უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსული დანაყოფები გადაადგილდება. რა თქმა უნდა, ამ გადაადგილებებს წინ უძღოდა 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები, რამაც 26 მარტს 4 უკრაინელი სამხედროს სიკვდილი და ორის დაზიანება გამოიწვია. რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები ძირს უთხრის გასული წლის ივლისში ეუთოს ხელმძღვანელობით გაფორმებული შეთანხმების დეესკალაციის სურვილებს. - განაცხადა ნედ პრაისმა. ასევე, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინასა და რუსეთის საზღვართან მზარდ დაძაბულობასთან და რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი "ყველა მხარეს" თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ევროკავშირმაც.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი