06.აპრილი .2021 23:22

მთავრობა 10-წლიან სტრატეგიას მაისში წარმოადგენს

უკან

ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი ქვეყნის განვითარების და რეფორმების საბჭოს ქმნის და საქართველოს განვითარების 10-წლიან გეგმაზე მუშაობას იწყებს. მთავრობის დადგენილებით, საბჭოში შედის მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით, საჭიროების შემთხვევაში კი რეფორმების საბჭო შექმნის სამუშაო ჯგუფებს და მოიწვევს ექსპერტებს და კერზძო სექტორის წარმომადგენლები. “ვურჩევდი, რომ შემდეგი ათი წლის კი არა 10 თვის გეგმაზე იმუშაონ, - ასე ეხმაურება “თბილისი ცენტრალის” დირექტორი ღარიბაშვილის იდეას, თუმცა, ბიზნესის წარმომადგენლებს განსხვავებული შეფასებები აქვთ.