მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობა გადაწყვეტილებებს დახურულ კარს მიღმა იღებს და ერიდება საჯაროობას“ - ეკატერინე ციმაკურიძე

BM.GE
18.01.22 13:16
463
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ტურიზმის აღდგენითი გეგმის მხარდასაჭერად, დაიწყო მოკვლევა თემაზე - „კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები“, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის ახალ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს და უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას პროცესში. შესაბამისად, ტექნიკური პირობები დაეგზავნა საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, საკონსულტაციო/ანალიტიკურ კომპანიებს, უმაღლეს სასწავლებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს/პროგრამებს. 

თემატური მოკვლევის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საკითხის მოსმენა, რომელიც ონლაინ ფორმატში, 24 იანვარს არის ჩანიშნული. მოწვეული დაინტერესებული მხარეები დააფიქსირებენ პოზიციებსა და გასცემენ პასუხებს თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს. 

სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ხელმძღვანელი.