მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ლევან სურგულაძის გადადგომის გადაწყვეტილებას აფასებს

BM.GE
09.12.19 18:42
684
"ადამიანს წასვლა უნდოდა, ძალით ხომ არ ვამუშავებდით? თანაც თქვა, რომ ილოცებს", - ასე უპასუხა დღეს პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის გადადგომის გადაწყვეტილებას შეეხებოდა. სურგულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა ის, რაც ბიმეჯიმ ორი დღის წინ დაწერა, რომ ტოვებს დაკავებულ პოზიციას. ლევან სურგულაძე ირწმუნება, რომ მიზეზი პირადი გადაწყვეტილებაა, რადგან ის ორიენტირებულია გამოწვევებზე და ახლა თვლის, რომ ახალი გამოწვევების დროა, რადგან საპენსიო სააგენტო საათივით აწყობილია და რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს - ასეთია თავად სურგულაძის შეფასება. როგორ აფასებენ მის ამ ნაბიჯს მთავრობის წევრები?