მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ შესაძლოა მოქალაქეებს იპოთეკური სესხების პროცენტის ნაწილი დაუსუბსიდიროს

BM.GE
21.05.20 14:49
1664
მთავრობამ შესაძლოა მოქალაქეებს იპოთეკური სესხების პროცენტის ნაწილი დაუსუბსიდიროს. მთავრობის მხრიდან დეველოპერებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების მოდელის შესახებ "საქმიან დილაში" სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა ისაუბრა. ბოლომდე ეს საკითხი ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა ეს მოდელი, რომ განიხილება და აქტიურად მიმდინაროებს მოლაპარაკებები როგორც მთავრობასთან, ასევე კერძო სექტორთან. ამასთან დაკავშირებით იყო კომუნიკაცია, ეს შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა კუნელაურმა. თუმცა რა ფორმით და როგორ მოხდება უცნობია - გიორგი გახარიას დღეს ამ თემაზე არ უსაუბრია, განმარტებები გააკეთა ივანე მაჭავარიანმაც.