მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მტკვარი ჰესის" პროექტი

resource not found
BM.GE
10.02.20 10:40
672
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტის „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა. მტკვარი ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ. რაც 2019 წლის მონაცემებით საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების თითქმის 2% შეადგენს.


პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 157 მლნ აშშ დოლარია, ხოლო პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება. თიბისის 252 მლნ. დოლარიანი სასესხო თანამონაწილეობით ჯამში ამ სექტორში 515 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი თხელიძის განმარტებით, აღნიშნული სექტორის განვითარების ხელშეწყობა „თიბისი ბანკისთვის“ სტრატეგიული მიმართულებაა.


სტუმრები: ირაკლი დიასამიძე - თიბისი ბანკი, ენეგეტიკის სექტორის უფროსი;
ცოტნე ებრალიძე - „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, აღმასრულებელი დირექტორი